top of page
კედლის-სენდვიჩ-პანელი.jpg

Wall Hidden Screw Sandwich Panel

კედლის სენდვიჩ პანელი
Wall Hidden Screw Sandwich Panel

რისთვის გამოიყენება სენდვიჩ პანელი ?

სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო  ბაზარზე. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასს, სენდვიჩ პანელების ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებსა და სტანდარტებზე.

კომპანია ICPANEL გთავაზობთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების 3 ტიპს: სახურავის სენდვიჩ პანელები, კედლის სენდვიჩ პანელები და სამაცივრე სენდვიჩ პანელები. 5 ან 3 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის. კედლის პანელის აწყობა შესაძლებელია თქვენი გემოვნების და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას. სამაცივრე სენდვიჩ პანელი ფართოდ გავრცელებულია სამაცივრე და საყინულე სათავსოების მშენებლობისათვის. სენდვიჩ პანელის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის სამაცივრე და საყინულე სათავსო.

bottom of page