top of page

რატომ უნდა შეიძინოთ კონტეინერი IC Panel-ში?

Updated: Jul 2


IC Panel საქართველოში პირველი, კონტეინერების სრულყოფილი საწარმოა, სადაც უმაღლესი და თანამედროვე სტანდარტით იწყობა სხვადასხვა დანიშნულების სენდვიჩ პანელის კონტეინერები.

IC Panel აერთიანებს 11 საწარმოო სივრცეს, სადაც ერთმანეთის პარალელურად, უმოკლეს დროში შეგვიძლია ვაწარმოოთ სხვადასხვა ფართობის, დანიშნულების და კონფიგურაციის კონტეინერები, დამკვეთის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონტეინერი საუკეთესო გადაწყვეტილებაა მათთვის, ვისთვისაც კომფორტი და რესურსების რაციონალურად გამოყენება მნიშვნელოვანი ფაქტორებია. სენდვიჩ-პანელი ბიუჯეტურია, ამასთან მისი გამოყენება ამარტივებს და აჩქარებს წარმოების პროცესს. პოლიურეთანი, თავისი მაჩვენებლების წყალობით, უმაღლესი ხარისხის თბოიზოლაციით ხასიათდება, რაც კონტეინერის მაღალ ენერგოეფექტურობას განაპირობებს. შედეგად იზოგება ხარჯები, კონტეინერი მარტივად ინარჩუნებს სითბოს ზამთარში, ხოლო სიგრილეს ზაფხულის ცხელ პერიოდში.

საცხოვრებელი, საოფისე, კომერციული, სასაწყობე თუ სხვა დანიშნულების კონტეინერი წარმოების შემდეგ სრულად მობილურია, რაც გულისხმობს მისი განთავსების შესაძლებლობას დამკვეთისთვის სასურველ ადგილას. მისი კონსტრუქციული მდგრადობა გათვლილია მრავალჯერად ტრანსპორტირებაზე.

ისეთი რთული გარემო პირობები, როგორებიცაა: სიცხე, ძლიერი ყინვა ან ტენიანი ჰავა სენდვიჩ პანელის სისქის და ტიპის სწორად შერჩევის შემთხვევაში, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, პრობლემას არ წარმოადგენს.

სენდვიჩ პანელის კონტეინერის კიდევ ერთი დიდი პლიუსი უსაფრთხოების მაღალი ხარისხია. პოლიურეთანის ქაფი უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მდგრადობას ცეცხლისა და ნესტის მიმართ.


სენდვიჩ-პანელის-კონტეინერი


Comentarios


bottom of page