რატომ ირჩევს თანამედროვე სამშენებლო ბაზარი სენდვიჩ პანელს
top of page

რატომ ირჩევს თანამედროვე სამშენებლო ბაზარი სენდვიჩ პანელს

Updated: Nov 19, 2023





სენდვიჩ პანელი წარმოადგენს ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც მისი უკონკურენტო მახასიათებლებისა და უპირატესობების წყალობით, წარმოადგენს უნივერსალურ გადაწყვეტას მშენებლობის ფართო სპექტრისთვის;


კომპანია IC Panel გაგაცნობთ 7 ძირითად მიზეზს, თუ რატომ ირჩევს თანამედროვე ინდუსტრიული მშენებლობის ბაზარი სენდვიჩ პანელებს და რა უპირატესობებით ხასიათდება მათი გამოყენება მშენებლობის პროცესში:


1. მსუბუქი წონა და კონსტრუქციის სიმარტივე-სენდვიჩ პანელები გამოირჩევა მსუბუქი წონით და კონსტრუქციის სიმარტივით. სწორედ ეს მახასიათებლები განაპირობებს მრავალი სამშენებლო ამოცანის გამარტივებას და სამუშაოს მოცულობის შემცირებას; ამასთან, პანელის ზედაპირი დამუშავებულია ქარხნულად, შეღებილია თერმულად, ანტიკოროზირებული საღებავით შესაბამისად არ მოითხოვს დამატებითი სარემონტო სამუშაოებს ფასადზე და ინარჩუნებს ფერს.


2. ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა- სენდვიჩ პანელები მდგრადია წლის ნებისმიერ დროს, ყველა კლიმატურ ზონაში და მათი ფუნქციონირება გარემო ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ ყველა საჭირო პირობის დაცვით, ექსპლუატაციის ვადა პრაქტიკულად შეუზღუდავია, 25 წლის განმავლობაში კი ინარჩუნებს თავდაპირველ მდგომარეობას. პანელების ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადა მისი შემავსებლის მახასიათებლებითა და გარე ფენითაა განპირობებული; აღსანიშნავია, რომ პოლიურეთანის შემცველი პანელები უკიდურესად მდგრადია ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობის და ტენიანობის მიმართ ;

3. ენერგოეფექტურობა-თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი სენდვიჩ პანელების ერთ-ერთი ძირითადი და უკონკურენტო მახასიათებელია, რომელსაც პოზიტიური გავლენა აქვს არა მხოლოდ ფინანსური ეკონომიის, არამედ ეკოლოგიის თვალსაზრისითაც. სამშენებლო მასალებს შორის პოლიურეთანის ქაფი გამოირჩევა თბოგამტარობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით და შესაბამისად უზრუნველყოფს საუკეთესო თერმოიზოლაციას, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს გათბობა-კონდიცირებისათვის საჭირო ენერგიის მოხმარებასა და კომუნალურ ხარჯებს;

4. ცეცხლმედეგობა- სენდვიჩ პანელი მიეკუთვნება გვიან წვის სამშენებლო მასალების კატეგორიას და ახასიათებს ცეცხლმედეგობის განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი , პოლიიზოციანურატისა (PIR) და პოლიურეთანისთვის (PUR) სხვადასხვა პარამეტრებითაა განპირობებული; მაგალითად, პოლიიზოციანურატის კედლის სენდვიჩ პანელი (PIR) პოლიურეთანის პანელისგან (PUR) განსხვავდება აალების საწინააღმდეგო მაღალი კოეფიციენტით, ამცირებს ცეცხლისა და კვამლის გავრცელების ტემპს; ამასთან, ორივე მათგანი ხასიათდება თვითმაქრი ფუნქციით;

5. მშენებლობის სისწრაფე- სენდვიჩ პანელებით მშენებლობის კიდევ ერთ უპირატესობას ოპერატიულობა წარმოადგენს: ტრადიციულ მშენებლობასთან შედარებით , სენდვიჩ პანელებით მშენებლობა 3 ჯერ უფრო სწრაფად ხორციელდება. ასევე, აღსანიშნავია, რომ პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებასაც იძლევა;


6. ბიუჯეტურობა - ტრადიციულ მშენებლობასთან შედარებით, სენდვიჩ პანელით მშენებლობა, გაცილებით ნაკლებ ფინანსურ რესურს მოითხოვს. დაბალ ფასს განაპირობებს, როგორც უშუალოდ მასალის ღირებულება, ასევე მისი ის ტექნიკური მახასიათებლები, რომლებიც ამცირებს სამშენებლო ამოცანებს, შესაბამისად პროცესის ხანგრძლივობასა და შრომით ხარჯებს. რა თქმა უნდა, აქვე აღსანიშნავია, ექსპლუატაციაში შესული შენობის მოვლის ხარჯები, რომლებიც ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი პანელის ენერგოეფექტური თვისებების გამო;


7. ფერების ფართო სპექტრი-სენდვიჩ პანელები მშენებლობაში ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას ქმნის. ფერების დიდი არჩევანი კი დიზაინერებისა და არქიტექტორების მრავალფეროვან შესაძლებლობებს აძლევს.


ეს იმ უპირატესობების ძირითადი, თუმცა არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაც სენდვიჩ პანელი სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ინდუსტრიულ ბაზარზე და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრადიციული სამშენებლო მასალებიც კი ჩაანაცვლა. მსუბუქი წონის, კონსტრუქციის სიმარტივის, მობილურობის, გამძლეობისა და მშენებლობის ოპერატიულობის უნიკალური კომბინაციით სენდვიჩ პანელმა შესაძლებელი გახდა გამარტივდეს სამშენებლო პროცესი, მნიშვნელოვნად შემცირდეს ვადები და დაიზოგოს ადამიანური, თუ ტექნიკურ-მატერიალური რესურსი.







bottom of page