პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები
პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები
პოლიურეთანის სენდვიჩ პანელი არის მრავალშრიანი სამშენებლო მასალა, რომელიც შედგება ორი გარე ლითონის ფენისა და შიდა თბოიზოლაციის შრისგან. სწორედ ამ „სენდვიჩური“ სტრუქტურის გამო ეწოდა მას სახელი – სენდვიჩ პანელი.
სენდვიჩ პანელები გამოიყენება კედლების, სახურავების და სამაცივრე კამერების მოსაწყობად, რადგან ისინი გამოირჩევა:
-
მაღალთბოიზოლაციური თვისებებით
-
ხანგრძლივი ექსპლოატაციით
-
ესთეტიურობით
-
სწრაფი და მარტივი მონტაჟით
-
სენდვიჩ პანელების ტიპები:
-
სახურავის სენდვიჩ პანელი – განკუთვნილია შენობის გადახურვისთვის. უზრუნველყოფს დაცვას ტენიანობისა და ტემპერატურული ცვლილებებისგან.
-
კედლის სენდვიჩ პანელი – გამოიყენება გარე და შიდა კედლებისთვის. გამოირჩევა კარგი თბოიზოლაციით და ესთეტიკით.
-
სამაცივრე სენდვიჩ პანელი – სპეციალურად შექმნილია მაცივრებისა და ტემპერატურული რეჟიმის საწყობებისთვის.
-
ცალმხრივი პანელი – გამოიყენება დროებითი კონსტრუქციებისთვის, როგორიცაა კონტეინერები და პავილიონები.


ღირებულებები
ლიდერობა
გუნდურობა
ინოვაცია
მომხმარებლისადმი
ლოიალური მიდგომა
ხარისხი
მუდმივი
გაუმჯობესება

რა არის სენდვიჩ პანელი
სენდვიჩ პანელი მითუთიებულ ლითონის ფურცლებს შორის, პოლიურეთანის ქაფით შევსებული სამშენებლო მასალაა, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოების მაღალი ხ არისხით.

სენდვიჩ პანელით მშენებლობა
ტრადიციული მშენებლობისგან განსხვავებით, სენდვიჩ პანელებით მშენებლობა გ აცილებით ჩქარი ტემპით ხდება. ძირითად შემთხვევაში კი დრო დამკვეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

სენდვიჩ პანელის განმასხვავებელი ნიშნები
სენდვიჩ პანელის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის კონსტრ უქციის სიმარტივე, თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და ცეცხლმედეგობა რომელიც ერთ-ერთი გარანტიაა თქვენი სიმშვიდისთვის.

სენდვიჩ პანელი ენერგო-ეფექტური პროდუქტი
ენერგიის ჭარბად მოხმარებას მსოფლიო ეკოლოგიურ კრიზისამდე მიჰყავს. სენდვიჩ პანელით მშენებლობისას გარემო რესურსების მოფრთხილების გარდა, ნაგებობაში ტემპერატურა სტაბილურდება და შესაბამისად კომუნალური ხარჯები მცირდება.