top of page
კედლის-სენდვიჩ-პანელი_edited.jpg

კედლის სენდვიჩ პანელი

კედლის სენდვიჩ პანელი

რა არის კედლის სენდვიჩ პანელები?

კედლის სენდვიჩ პანელები წარმოადგენს სამშენებლო მასალას, რომელიც შედგება ორი ლითონის ფენისგან და შიგნით არსებული თბოიზოლაციის (პოლიურეთანის) შრისგან. ისინი იდეალური არჩევანია სამრეწველო, საწყობებისა და კომერციული შენობებისთვის, რადგან უზრუნველყოფს ენერგოეფექტურობას, მაღალი ხარისხის თბოიზოლაციას და მარტივ მონტაჟს.

ტექნიკური მონაცემები

  • საიზოლაციო მასალა - პოლიურეთანი (PUR)

  • პანელის სისქე (მმ) - 40; 50; 80; 100; 120; 150

  • თბოგამტარობა (U Value) - 0.53; 0.43; 0.28; 0.22; 0.18; 0.14

  • სიმკვრივე kg/m3 - 40

  • თუნუქის სისქე (მმ) - 0.20 - 0.70

  • ფერი* - RAL 9002 (სტანდარტული)

  • სამუშაო სიგანე (მმ) - 1000

  • სიგრძე (მინ/მაქს) - 2მ - 16მ

  • კლასი - B. S2. D0

 

კედლის სენდვიჩ პანელების უპირატესობები

  • თბოიზოლაცია და ენერგოეფექტურობა – ინარჩუნებს შენობის შიდა ტემპერატურას და ამცირებს გათბობისა და გაგრილების ხარჯებს.

  • გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია – პანელები მდგრადია ნესტისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ.

  • მარტივი და სწრაფი მონტაჟი – პანელების კონსტრუქცია მათი სწრაფი და მარტივი  მონტაჟის საშუალებას იძლევა, რაც ამცირებს მშენებლობის ვადებს.

  • ესთეტიური და მრავალფეროვანი დიზაინი – შესაძლებელია სხვადასხვა ფერისა და ტექსტურის არჩევა.

 

გამოყენება

  • სამრეწველო და საწარმოო შენობები

  • სასაწყობე და ლოგისტიკური ცენტრები

  • კომერციული ობიექტები (მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები)

  • ოფისები და ადმინისტრაციული შენობები

  • სოფლის მეურნეობის ნაგებობები (სათბურები, ფერმები)

რისთვის გამოიყენება სენდვიჩ პანელი ?

სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო  ბაზარზე. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასს, სენდვიჩ პანელების ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებსა და სტანდარტებზე.

კომპანია ICPANEL გთავაზობთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების 3 ტიპს: სახურავის სენდვიჩ პანელები, კედლის სენდვიჩ პანელები და სამაცივრე სენდვიჩ პანელები. 5 ან 3 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის. კედლის პანელის აწყობა შესაძლებელია თქვენი გემოვნების და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას. სამაცივრე სენდვიჩ პანელი ფართოდ გავრცელებულია სამაცივრე და საყინულე სათავსოების მშენებლობისათვის. სენდვიჩ პანელის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის სამაცივრე და საყინულე სათავსო.

bottom of page