top of page
სახურავის-სენდვიჩ-პანელები-icpanel_edited.jpg

სახურავის სენდვიჩ პანელი

სახურავის სენდვიჩ პანელები – გადახურვის თანამედროვე სტანდარტი

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო  ბაზარზე და გამოიყენება როგორც ინდუსტრიული, ასევე კომერციული და საცხოვრებელი შენობების გადახურვისთვის.

ტექნიკური მონაცემები

  • საიზოლაციო მასალა - პოლიურეთანი (PUR)

  • პანელის სისქე (მმ) - 40; 50; 80; 100; 120; 150

  • თბოგამტარობა (U Value) - 0.53; 0.43; 0.28; 0.22; 0.18; 0.14

  • სიმკვრივე kg/m3 - 40

  • თუნუქის სისქე (მმ) - 0.20 - 0.70

  • ფერი* - RAL 9002 (სტანდარტული)

  • სამუშაო სიგანე (მმ) - 1000

  • სიგრძე (მინ/მაქს) - 2მ - 16მ

  • კლასი - B. S2. D0

  • განკუთვნილია: სასაწყობე, კომერციული, ინდუსტრიული და აგრარული ობიექტებისთვის

 

რატომ უნდა შეარჩიოთ სახურავის სენდვიჩ პანელები?

  • მაღალი თბოიზოლაცია – ენერგიის დაზოგვა ზამთარში სითბოს და ზაფხულში სიგრილის შენარჩუნებით.

  • გამძლეობა და ხანგრძლივობა – იცავს გარემოს ზემოქმედებისგან და უზრუნველყოფს სტრუქტურულ სიმტკიცეს.

  • მარტივი და სწრაფი მონტაჟი – დროის და სამუშაოს ხარჯების დაზოგვა.

  • ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალა – მშენებლობის თანამედროვე სტანდარტი.

  • ზედაპირის მრავალფეროვანი დაფარვა – რალის სტანდარტის ფერებში.

  • მარტივი დემონტაჟი - შესაძლებელია პანელების მარტივი დემონტაჟი და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელმეორედ გამოყენება.

 

სახურავის სენდვიჩ პანელი

რისთვის გამოიყენება სენდვიჩ პანელი?

სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო  ბაზარზე. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასს, სენდვიჩ პანელების ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებსა და სტანდარტებზე.

კომპანია ICPANEL გთავაზობთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების 3 ტიპს: სახურავის სენდვიჩ პანელები, კედლის სენდვიჩ პანელები და სამაცივრე სენდვიჩ პანელები. 5 ან 3 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის. კედლის პანელის აწყობა შესაძლებელია თქვენი გემოვნების და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას. სამაცივრე სენდვიჩ პანელი ფართოდ გავრცელებულია სამაცივრე და საყინულე სათავსოების მშენებლობისათვის. სენდვიჩ პანელის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის სამაცივრე და საყინულე სათავსო.

bottom of page