
სამაცივრე სენდვიჩ პანელი
სამაცივრე სენდვიჩ პანელები
სამაცივრე სენდვიჩ პანელები წარმოადგენს სპეციალურად შექმნილ თბოსაიზოლაციო პანელებს, რომლებიც გამოიყენება მაცივრების, გაყინვის კამერების და სხვა ტემპერატურული რეჟიმის შენობების ასაშენებლად. მათი ენერგოეფექტურობა და ჰერმეტულობა უზრუნველყოფს ტემპერატურის მაქსიმალურად შენარჩუნებას.
ტექნიკური მონაცემები
-
საიზოლაციო მასალა - პოლიურეთანი (PUR)
-
პანელის სისქე (მმ) - 100; 120; 150
-
თბოგამტარობა (U Value) - 0.22; 0.18; 0.14
-
სიმკვრივე kg/m3 - 40
-
თუნუქის სისქე (მმ) - 0.20 - 0.70
-
ფერი* - RAL 9002 (სტანდარტული)
-
სამუშაო სიგანე (მმ) - 1000
-
სიგრძე (მინ/მაქს) - 2მ - 16მ
-
კლასი - B. S2. D0
სამაცივრე სენდვიჩ პანელების მთავარი უპირატესობები
-
მაღალი თბოიზოლაცია – პანელების შიგთავსი (პოლიურეთანი) უზრუნველყოფს მინიმალურ თერმულ დანაკარგს.
-
ჰერმეტულობა და კონდენსაციის კონტროლი – სპეციალური სამონტაჟო სისტემა გამორიცხავს ნესტის შეღწევას.
-
სწრაფი და მარტივი მონტაჟი – მარტივი კონსტრუქცია ამცირებს სამშენებლო ვადებს.
-
გრძელი ექსპლუატაციის ვადა – პანელები მდგრადია კოროზიის, ტენიანობისა და ტემპერატურული ცვალებადობის მიმართ.
-
საკვების უსაფრთხოების შესაბამისობა – პანელები არ გამოყოფენ მავნე ნივთიერებებს და შეესაბამებიან HACCP და ISO სტანდარტებს.
გამოყენების სფეროები
-
მაცივრები და გაყინვის კამერები (სასურსათო ობიექტებისთვის)
-
სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრები (დაბალი ტემპერატურის ზონები)
-
საკვების მრეწველობა (ხორცისა და რძის გადამამუშავებელი ქარხნები)
-
სამედიცინო და ფარმაცევტული სექტორი (მედიკამენტების შესანახი კამერები)
-
სოფლის მეურნეობის ობიექტები (ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მაცივრები)
რისთვის გამოიყენება სენდვიჩ პანელი?
სენდვიჩ პანელები წარმოადგენს თანამედროვე, ინოვაციურ სამშენებლო მასალას, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიო ბაზარზე. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი და კონსტრუქციის სიმარტივე. პანელით აწყობილი ნებისმიერი ტიპის კონსტრუქცია მისი მარტივი დემონტაჟის და მეორადი სენდვიჩ პანელების ხელახლა გამოყენების საშუალებას იძლევა. რაც შეეხება ფასს, სენდვიჩ პანელების ფასი დამოკიდებულია მის ტექნიკურ მონაცემებსა და სტანდარტებზე.
კომპანია ICPANEL გთავაზობთ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების 3 ტიპს: სახურავის სენდვიჩ პანელები, კედლის სენდვიჩ პანელები და სამაცივრე სენდვიჩ პანელები. 5 ან 3 კეხიანი სახურავის სენდვიჩ პანელები საუკეთესო მასალას წარმოადგენს სხვადასხვა ტიპის სავაჭრო, კომერციული და საჯარო ნაგებობების გადახურვისთვის. კედლის პანელის აწყობა შესაძლებელია თქვენი გემოვნების და მოთხოვნილებების შესაბამისად. ამ პანელების გამოყენება განსაზღვრავს ახალი ტიპის სადა, მარტივ და თანმიმდევრულ არქიტექტურას. სამაცივრე სენდვიჩ პანელი ფართოდ გავრცელებულია სამაცივრე და საყინულე სათავსოების მშენებლობისათვის. სენდვიჩ პანელის თბოიზოლაციის მაღალი კოეფიციენტი საშუალებას გვაძლევს ავაშენოთ ნებისმიერი ტემპერატურული რეჟიმის სამაცივრე და საყინულე სათავსო.